ოჯახური ფასეულობებით და ტკბილი მოგონებებით შთაგონებულმა და, მოტივირებულმა ნატალიამ გუნდთან ერთად სიცოცხლე შთაბერა საკონდიტრო "SamiDa Cake Craft"-ს სტუმართმოყვარე თბილისში. აქ, სადაც თითოეული რეცეპტი წარსულის ექოს გამოძახილია.ჩვენ არა უბრალოდ ტორტებს ვქმნით, არამედ ერთმანეთს ვუხამებთ არაჩვეულებრივ გემოს, ტრადიციებსა და თანამედროვე კულინარიულ ოსტატობას.
"სამი და" - ასე ითარგმნება "SamiDa" ქართულად. სახელწოდება ხაზს უსვამს ღრმა ემოციურ დამოკიდებულებას ოჯახური ფასეულობებისადმი და ახლობლებზე ზრუნვის მნიშვნელობას. ეს ის ფილოსოფიაა, რომლითაც ვცხოვრობთ. ჩვენი კიევური ტორტი არ არის უბრალოდ დესერტი, ეს უკრაინული კულინარიული ოსტატობის მაგალითია. ეს გახლავთ ჰაეროვანი ბეზეს ბისკვიტების, მოხალული თხილისა და შარლოტას შოკოლადის კრემის ნაზავი, რომელიც ლეგენდარულ გემოს ქმნის. ჩვენს მიერ დამზადებული თითოეული ტორტი, ეს არის საგზური უკრაინული კულინარიული ტრადიციების სამყაროში, სადაც თითოეული ნაჭერი ატარებს ისტორიას, ოსტატობასა და განუმეორებელ გემოს.
"სამდაში" ერთმანეთს ვუხამებთ დროის მიერ შემოწმებულ ტრადიციებს და კონდიტერული ოსტატობის თანამედროვე ტენდენციებს. თითოეული ლუკმა, რომელსაც დააგემოვნებთ, არის არა უბრალოდ ტკბილი, არამედ ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და უბრალო მომენტებს აქცევს განსაკუთრებულად.
დატკბით თითოეული ნაჭრისგანდააფასეთ თითოეული წამი. იცხოვრეთ ეხლა "სამიდა ქეიქ ქრაფთთან" ერთად.